ვებგვერდის მოხმარების პირობები
1. ზოგადი პირობები
1.1. წინამდებარე ვებგვერდის მოხმარების პირობები (შემდგომში - მოხმარების პირობები) არეგულირებს “Financial Interest Creator”-ის (შემდგომში - “FinIc”) ვებგვერდით (finic.ge) სარგებლობის პირობებს (შემდგომში - ვებგვერდი).
1.2. წინამდებარე მოხმარების პირობებში მოხსენიებული „მომხმარებელი“ ნიშნავს ვებგვერდზე შემოსულ ნებისმიერ სტუმარს.
1.3. მომხმარებლის მიერ “FinIc”-ის ვებგვერდზე შესვლა და ამ ვებგვერდზე ან/და მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ან/და მომსახურების გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ თანახმაა შეასრულოს ამ მოხმარების პირობებით დადგენილი წესები.
1.4. “FinIc”-ის რომელიმე ცალკეული პროდუქტის ან/და მომსახურების პირობებსა და ამ მოხმარების წესებით დადგენილ პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ცალკეული პროდუქტის ან/და `მომსახურების პირობებსა და წესებს.
2. შეზღუდვები/აკრძალვები:
2.1. იქიდან გამომდინარე, რომ “FinIc”-ი თავის ვებგვერდზე განათავსებს მესამე პირების შესახებ ინფორმაციას, “FinIc”-ი არ იძლევა გარანტიას, რომ ამ ვებგვერდზე განთავსებული ან მისი მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია უტყუარი, სრული ან/და განახლებულია. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. “FinIc”-ი არ იძლევა გარანტიას იმაზე, რომ ეს ვებგვერდი ან მისი მეშვეობით მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან/და შეფერხებების გარეშე.
2.2. ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც რეკომენდაცია, რჩევა ან თხოვნა პროდუქტის, მომსახურების ან ფინანსური დოკუმენტის ყიდვის ან გაყიდვის თაობაზე.
2.3. “FinIc”-ი იტოვებს უფლებას არ მიაწოდოს ვებგვერდზე განთავსებული პროდუქტი ან/და მომსახურება პირს, თუ “FinIc”-ის აზრით ამ მომსახურებების მოწოდებით დაირღვევა აღნიშნული პირის ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა ან/და წესები.
2.4. მომხმარებელს ეკრძალება “FinIc”-ის სისტემის ან/და ვებგვერდის არამიზნობრივი ან/და არაუფლებამოსილი გამოყენება.
2.5. მომხმარებლის მიერ “FinIc”-ის ვებგვერდზე შესვლა და ამ ვებგვერდზე ან/და მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ან/და მომსახურების გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მომხმარებელი “FinIc”-ს რთავს ნებას მომხმარებლის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია გაამჟღავნოს, გადასცეს ან/და გადაამოწმოს მესამე პირებთან. ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით “FinIc”-ის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც, ასევე, განთავსებულია წინამდებარე ვებგვერდზე.
2.6. ამ ვებგვერდით სარგებლობა შეიძლება დაექვემდებაროს მონიტორინგს და ჩაწერას. ნებისმიერი პირი, რომელიც იყენებს ამ ვებგვერდს მკაფიოდ გამოხატავს თავის თანხმობას ასეთ მონიტორინგზე და ჩაწერაზე. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს ვებგვერდზე განთავსებულ წინამდებარე მოხმარების წესების,კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმდინარე ვერსიებს ვებგვერდზე მუშაობის თითოეული შემთხვევისას.
3. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
3.1. ამ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი. იგი მიიჩნევა სანდოდ, მაგრამ ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას მის სისრულეზე, დროულობასა და სისწორეზე. მომხმარებელი ეცნობა, იყენებს და ენდობა ამ ინფორმაციას მხოლოდ საკუთარი რისკით. ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც რეკომენდაცია, რჩევა ან თხოვნა პროდუქტის, მომსახურების ან ფინანსური დოკუმენტის ყიდვის ან გაყიდვის თაობაზე.
3.2. “FinIc”-ი არ იძლევა არანაირ გარანტიას და პირობას ვებგვერდთან ან მის შემცველობასთან დაკავშირებით.
3.3. “FinIc”-ი თავისუფალია ყოველგვარი გარანტიის ან/და პირობის მიცემის ვალდებულებისგან ამ ვებგვერდთან დაკავშირებით.
3.4. “FinIc”-ი არ იძლევა არანაირ გარანტიას ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის და მასალების სისწორეზე, ადეკვატურობაზე ან/და სისრულეზე და გარკვევით უარს აცხადებს ყოველგვარ პასუხისმგებლობაზე რაც ეხება ამ მასალებში ან/და ინფორმაციაში შეცდომებს ან უზუსტობებს.
3.5. “FinIc”-ი, “FinIc”-თან აფილირებული პირები ან/და მესამე პირები პასუხს არ აგებენ ამ ვებგვერდის შეფერხებებზე, კომპიუტერულ ვირუსებზე, მავნე კოდებსა და ვებგვერდთან დაკავშირებულ სხვა დეფექტებზე, შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ გამოყენებულ ინტერნეტში სანავიგაციო პროგრამას (Browser) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის, და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენი დამოუკიდებელი თუ ჩვენზე დამოკიდებული მიზეზებით.
3.6. “FinIc”-ი პასუხს არ აგებს ნებისმიერი სახის და ფორმის დანახარჯებზე, დანაკარგებზე, დაზიანებაზე ან/და გამოტოვებულ შემთხვევაზე, თუ ეს ნებისმიერი ფორმით გამომდინარეობს ამ ვებგვერდზე შესვლის, მისით სარგებლობის ან ვერ სარგებლობის შედეგად, მიუხედავად იმისა, გვეცნობა თუ არა ჩვენ ასეთი დაზიანებების მოხდენის შესაძლებლობაზე და მიუხედავად საქმის მსვლელობის ფორმისა, ეფუძნება იგი ხელშეკრულების, გარანტიის, კანონისმიერი ვალდებულების (დაუდევრობის ჩათვლით), მკაცრი ვალდებულების ნორმებს თუ სხვა საფუძველს.
4. საავტორო უფლება და სავაჭრო ნიშნები
4.1. “FinIc”-ი ინარჩუნებს საკუთრების უფლებას, საავტორო უფლებას © და საიტთან დაკავშირებულ ყველა არაქონებრივ უფლებას.
4.2. საიტზე აღწერილი ნებისმიერი პროდუქტი, მომსახურება, პროგრამა, ან ტექნოლოგია შეიძლება წარმოადგენდეს “FinIc”-ის სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საგანს (მათ შორის, საავტორო უფლება, სავაჭრო ნიშანი ან/და საპატენტო უფლება). “FinIc”-ი იტოვებს ნებისმიერ ისეთ უფლებას, რომელიც დეტალურად არ არის გათვალისწინებული წინამდებარე დოკუმენტში.
4.3. აკრძალულია ამ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ, გამოქვეყნება, რეპროდუქცია, გადაცემა ან/და შენახვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკუთრების უფლების, საავტორო უფლების ან სხვა არაქონებრივი უფლების მფლობელმა მისცა თანხმობა შესაბამის ქმედებაზე კონკრეტულ პირს. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. დასაშვებია ვებგვერდის შემცველობის ციტირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა ასეთ დროს აუცილებელია წყაროს მითითება.
4.4. ვებგვერდზე არსებული ფორუმების, სასაუბრო ოთახების, დებატების და სხვა მსგასი ქმედებების მონაწილეებმა შეიძლება წარმოადგინონ მხოლოდ ის მასალები, რომლებზეც ისინი ფლობენ საავტორო უფლებას ან რომლებზეც სხვა გზით მოიპოვეს ეს უფლება. ამასთანავე, პირი, რომელიც წარმოადგენს მასალას, თანხმობას აცხადებს “FinIc”-ის მიერ მიწოდებული მასალის შენახვა/გავრცელება/გამოქვეყნებაზე ნებისმიერი ფორმით.
5. შეფერხებები მომსახურების პროცესში
5.1. მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე დაშვება შეიძლება ზოგჯერ იყოს შეუძლებელი, ფერხდებოდეს, იზღუდებოდეს ან შენელდეს სხვადასხვა ისეთი გარემოებებით, როგორებიცაა:
5.1.1. აღჭურვილობის, სერვერების, ქსელების, ტელეკომუნიკაციის ხაზების და კავშირგაბმულობის, სხვა ელექტრონული და მექანიკური აღჭურვილობის გაუმართაობა;
5.1.2. პროგრამების გაუმართაობა;
5.1.3. სისტემის გადატვირთულობა;
5.1.4. ზიანი, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა გარე ფაქტორებით, მათ შორის, უამინდობით, ომით, აჯანყებით, არეულობით, გაყვანილობების დაზიანებით, აფეთქებით და სხვ.
5.1.5. ელექტროდენის ან სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების მთლიანი ან ნაწილობრივი შეფერხებით;
5.1.6. მთლიანი თუ ნაწილობრივი გაფიცვით ან შრომითი პროცესის სხვა შეფერხებით;
5.1.7. მთავრობის ან კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით ან ადამიანის სხვაგვარი ჩარევით;
5.1.8. ნებისმიერი სხვა მიზეზით (იქნება ეს ზემოთ ჩამოთვლილის მსგავსი თუ არამსგავსი), რომელიც არ არის ჩვენ მიერ კონტროლირებადი.
5.2. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის დროს, შესაძლოა, მომხმარებელმა ვერ შეძლოს მისთვის სასურველი ქმედების განხორციელება, რაზეც “FinIc”-ი არ და ვერ იღებს პასუხისმგებლობას.
6. სხვა საიტებთან დამაკავშირებელი ბმულები
6.1. “FinIc”-ის საიტზე არსებული სხვადასხვა საიტების ბმულების “FinIc” -ის მიერ განთავსება არ გულისხმობს, რომ “FinIc”-ი რეკომენდაციას უწევს მსგავს საიტებს ან/და პასუხისმგებელია ამ ვებგვერდების შემცველობაზე, გამოყენებასა თუ სხვა ნებისმიერ ქმედებაზე. მითითებული ბმულების გამოყენება ხორციელდება მხოლოდ მომხმარებლის ინიციატივითა და რისკით. ასეთ ბმულებზე გადასვლით “FinIc”-ი არ გაძლევთ არანაირ გარანტიას, პირდაპირს თუ ნაგულისხმევს, თქვენს მიერ ასეთი საიტის გამოყენებასთან ან გამოყენების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, საიტის შემცველობასთან დაკავშირებით, მათ შორის მის სისწორესთან, სისრულესთან, სანდოობასთან ან რაიმე კონკრეტული მიზნით ვარგისიანობასთან დაკავშირებით; “FinIc”-ი არ იქნება პასუხისმგებელი ასეთ ბმულებზე გადასვლითა და მათი გამოყენებით მიყენებულ ნებისმიერ სახის ზიანსა თუ სხვა გარემოებებზე. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ ნებისმიერ ასეთ ქმედებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს თვითონ.
6.2. გარდა ამისა, ზემოთ ხსენებულ მესამე პირებთა ვებვერდებს შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი ვებგვერდისგან განსხვავებული უსაფრთხოების პოლიტიკა ან უსაფრთხოების სხვა პრაქტიკა, რის გამოც აუცილებელია გაეცნოთ ამ სხვა საიტთა პოლიტიკას მანამ, სანამ გაცვლით თქვენ პირად ინფორმაციას.
7. მოქმედი კანონმდებლობა და იურისდიქცია
7.1. ეს ვებგვერდი და მისი მოხმარების წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თქვენ ცხოვრობთ თუ არა საქართველოში. “FinIc”-ის წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სარჩელი და ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ამ ვებგვერდის წვდომასა და მისით სარგებლობასთან, ასევე ამ მოხმარების წესების ან/და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დებულებებთან, თქვენ მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.
7.2. თქვენ თანხმობას აცხადებთ საქართველოში არსებული სასამართლოების განსჯადობასა და ადგილმდებარეობაზე იმ თვალსაზრისით, რომ “FinIc”-ის თავის ყოველგვარ სარჩელს თქვენ წინააღმდეგ, რაც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ამ ვებგვერდის წვდომასთან ან მისით სარგებლობასთან და ამ მოხმარების წესების ან/და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დებულებებთან, წარუდგენს საქართველოს სასამართლოებს.
7.3. ეს ვებგვერდი არ ეხება და არ არის გამიზნული გასავრცელებლად ან გამოსაყენებლად ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი განსჯადობის ტერიტორიაზე ან ქვეყანაში, სადაც ამ ვებგვერდის გამოქვეყნება ან ხელმისაწვდომობა ანდა ასეთი გავრცელება ან გამოყენება ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობას ან წესებს. თუ თქვენ განიზრახავთ ინფორმაციის მიღებას ამ ვებგვერდიდან, თქვენვე იქნებით პასუხისმგებელი ყველა შესაბამისი ადგილობრივი, საერთო-სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე და ასეთ განსჯადობის ტერიტორიებზე თქვენ მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა იქნება მხოლოდ თქვენი რისკი.
7.4. თუ ამ მოხმარების წესების ან/და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის რომელიმე წესის ან დებულების აღსრულება გახდება შეუძლებელი, დანარჩენი წესები და დებულებები რჩება ხელშეუხებელი, ხოლო აღუსრულებელი წესი ან დებულება ჩანაცვლდება იმ აღსრულებადი წესით ან დებულებით, რომელიც ყველაზე ახლოს დგას აღუსრულებელი წესის ან დებულების მიზანთან.