ფინიკი არის საინფორმაციო პლატფორმა, სადაც თავმოყრილია საცალო ვაჭრობასთან დაკავშირებული ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია. პლატფორმის საშუალებით შეგიძლია გაეცნო გადახდის პირობებს ისეთ ობიექტებში როგორებიცაა: მაღაზია, რესტორანი, ფიტნეს დარბაზი, სახელოსნო, კლინიკა, კინო, თეატრი, კლუბი და ა.შ. ფინიკის დახმარებით, შესაძლებლობა გაქვს, ნახო ამ ობიექტების მისამართები, აღწერები, შეთავაზებები, ფასდაკლებები, სიახლეები, მათ მიერ დაგეგმილი ივენთები. გადახდამდე ფინიკში შეგიძლია შეამოწმო კალენდარი, სამუშაო საათები, დაითვალო ქულები და გაფილტრო ნებისმიერი ინფორმაცია. ფინიკის კალკულატორი გითვლის სხვადასხვა ბანკის ბარათით გადახდისას რა პირობები გექნება - არის თუ არა ქეშბექი ან ფასდაკლება რომელიმე ბარათზე და გაქვს თუ არა ლოალობის ქულების დაგროვების შესაძლებლობა. პლატფორმაში ჩაშენებული კალენდარი კი ქრონოლოგიურად გიხარისხებს შეთავაზებებსა და აქციებს და გეხმარება გაიგო შენთვის სასურველი პროდუქტი თუ სერვისი სად, როდის და როგორ იყიდო უფრო მომგებიანად. მომხმარებელი მის მიერ მითითებული მონაცემების დამუშავებით იღებს ზუსტ ინფორმაციას თუ სად, როდის და რომელი ბარათით გადახდაა შესაძლებელი იმისთვის, რომ არჩიოს ყველაზე სასურველი პირობა. ფინიკი იურდიულ პირებს ეხმარება მიწვდნენ ახალ მომხმარებლებს, თავი მოუყარონ მნიშვნელოვან ინფორმაციას, დააკვირდნენ კონკურენტებს და გამოიყენონ ფინიკი როგორც ბაზრის ანალიზის ხელსაწყო.